02:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 08:57:42, 1063 ნახვა

მსოფლიო
Reuters - დონალდ ტრამპს კოლორადოს შტატის პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შტატის 2024 წლის პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების საფუძველზე, არ აქვს უფლება, საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. 

გარდა ამისა, სასამართლომ მხარი დაუჭირა მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომ ტრამპი 2021 წლის 6 იანვრის აჯანყებაში მონაწილეობდა და ასევე გააუქმა მისი დასკვნა, რომ აკრძალვა პრეზიდენტს არ ეხება.

ამასთან, კოლორადოს საარჩევნო ადმინისტრაციაში მომხდარს შემდეგნაირად განმარტავენ, რომ საკითხი 5 იანვრამდე უნდა გადაწყდეს, რაც კანონით დადგენილი ვადაა „რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზის კანდიდატთა სიის დასადგენად.

მედიის ცნობითვე, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ კოლორადოს შტატს ეხება, "მაგრამ აუცილებლად მოახდენს გავლენას 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაზე".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics