02:18 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-18 17:47:49, 697 ნახვა

მსოფლიო
ევროკომისიამ 65 მლნ ევრო გამოუყო ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ

ევროკომისიამ 65 მილიონი ევრო გამოუყო ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელ ლტოლვილებს მიიღებენ. არსებული ინფორმაციით, თანხა გამოიყოფა ოთხი ქვეყნის - ბულგარეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და რუმინეთის მხარდასაჭერად.

როგორც ევროკომისია აღნიშნავს, დახმარება გაწეულია იმისთვის, რომ შემსუბუქდეს ფინანსური ტვირთი აღნიშნულ ქვეყნებში ლტოლვილთა რაოდენობის ზრდის გამო და მისცეს ლტოლვილებს საშუალება, მიიღონ დროებითი საცხოვრებელი, მხარდაჭერა, მომსახურება და დახმარება ევროკავშირის ქვეყნებში.

"გასულ კვირას ევროკომისიამ გადაწყვიტა, გამოეყო 65 მილიონ ევროზე მეტი თავშესაფრის, მიგრაციისა და ინტეგრაციის ფონდიდან ბულგარეთის, ჩეხეთის, პოლონეთისა და რუმინეთის მხარდასაჭერად, უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიისგან გაქცეული ადამიანების დასაბინავებლად", - ნათქვამია ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics