19:09 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-10 14:24:30, 889 ნახვა

პოლიტიკა
ბესო გაზდელიანის განცხადებით, ენმ-ი თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ დატოვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თბილისის რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ დატოვა. ამის შესახებ ბესო გაზდელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

გაზდელიანმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას "ძალიან მძიმე გადაწყვეტილება" უწოდა და აღნიშნა, რომ გააგრძელებენ "ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლას".

"მოგმართავთ ახალ მენეჯმენტს - რა არის თქვენთვის ეს პარტია? შეიძლება, ეს არის მექანიზმი პარლამენტში მოხვედრის, ამბიციების დაკმაყოფილების, მაგრამ ჩვენთვის ეს არის პოლიტიკური ოჯახი, სადაც მოვედით ღირებულებებით და იდეალებით დამუხტულები, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ჩვენს თავს მანდ ვეღარ ვხედავთ. გვიწევს ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება - ვტოვებთ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", ვდგამთ ნაბიჯს წინ, მომავალში იმისთვის, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის",- განაცხადა გაზდელიანმა.

შეგახსენებთ, 4 დეკემბერს, პარტია, "ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა - გიორგი კირთაძემ, მირდატ ქამადაძემ და ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" 7 დეპუტატმა დატოვა.

5 დეკემბერს, იგივე გადაწყვეტილება ენმ-დან ზუგდიდისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების საკრებულოების ფრაქციების წევრების ნაწილმა, 6 დეკემბერს, ხობის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ 10-მა წევრმა, ხოლო 7 დეკემბერს, კასპის რაიონული ორგანიზაციის უმრავლესობამ და საკრებულოში ფრაქციის 6-მა წევრმაც მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics