15:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-07 12:42:47, 1201 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს ტრენინგები უტარდებათ

​აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მოქმედი კვებისა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების შესახებ ტრენინგებს უტარებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, თეორიულ-პრაქტიკული სწავლების მიზანი ობიექტებში უსაფრთხო სამუშაო გარემოსა და გამართული შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვის ხელშეწყობაა.

„მოკლე ტრენინგ-კურსი ჩაუტარდა სასტუმროების HR მენეჯერებსაც. ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოები ადამიანური რესუსრსების მართვის დეპარტამენტების თანამშრომლებს დაეხმარება გაერკვნენ საკუთარ მიზნებსა და მოლოდინებში, იცოდნენ პროფესიული განვითარების რა ეტაპზეა თანამშრომელი და რა უნდა გაკეთდეს მეტი შედეგის მისაღებად.

წლის ბოლომდე უწყება ასევე გეგმავს ტრენინგებს შემდეგი მიმართულებით „სოციალური მედიის მართვა“, „ფსიქოლოგია გიდებისთვის“, საბაზისო კურსი სომელიებისთვის და ცნობილი სპიკერების საჯარო შეხვედრა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან. მიმდინარე წელს, რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტურიზმის სექტორის 1000-მდე წარმომადგენელი გადამზადდა. 26 დეკემბერს, რეგიონში წლის საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ გაიმართება. ღონისძიებაზე გამარჯვებულებს 14 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics