08:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-04 12:39:10, 784 ნახვა

მსოფლიო
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევას 11 მთამსვლელი ემსხვერპლა

ინდონეზიაში ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მედია სამაშველო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ გარდაცვლილთა ცხედრები დასავლეთ სუმატრაში იპოვეს.

სამაშველო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ვულკანის ამოფრქვევას გადარჩენილი 3 ადამიანია ნაპოვნი, დაკარგულად მიიჩნევა 12, რომელთა სამძებრო სამუშაოები უსაფრთხოების გამო, დროებით შეჩერებულია.

ხელისუფლება აცხადებს, რომ კვირას, ვულკანის ამოფრქვევის დროს დასავლეთ სუმატრაში 75 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან 26 ევაკუირებული არ იყო.

ცნობისთვის, კუნძულ სუმატრაზე მდებარე ვულკან მარაპის ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 1979 წელს მოხდა, რასაც 60 ადამიანი ემსხვერპლა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
უკრაინამ და შვედეთმა 16 Gripen E გამანადგურებლის შესყიდვის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
ღალიბაფი: თუ აშშ უარს იტყვის დიალოგის გზით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე, ჩვენ ომისთვის მზად ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics