12:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-25 10:35:51, 704 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი მძევლების გათავისუფლებაზე - დავიწყეთ გარიგების განხორციელების პირველი რთული დღეები - ეს მხოლოდ დასაწყისია

დღეს დავიწყეთ გარიგების განხორციელების პირველი რთული დღეები, ეს მხოლოდ დასაწყისია, - ასე ეხმაურება ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელ-"ჰამასს" შორის მძევლების გაცვლის საკითხს.

ბაიდენის თქმით, ის მის გუნდთან ერთად მუშაობდა მძევლების გათავისუფლებისთვის და აღნიშნავს, რომ მიღწეული შეთანხმება დიდი შრომის შედეგია.

"დღეს დავიწყეთ გარიგების განხორციელების პირველი რთული დღეები. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად მიდის. დღეს დილით 13 ისრაელელი მძევალი გაათავისუფლეს, მათ შორის მოხუცები, ბებია და დედები მცირეწლოვან შვილებთან ერთად, ზოგიერთი ექვს წლამდე ასაკის, ამასთან ერთად, რამდენიმე ტაილანდელი და ფილიპინელი. ყველა მათგანმა გაიარა საშინელი განსაცდელი და ეს მათთვის განკურნების დასაწყისია.

მომდევნო საათის განმავლობაში ჩვენ გავიგებთ, რა იქნება მძევლების გამოშვების მეორე ეტაპზე და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ისე, როგორც ჩვენ ველოდებით. დღევანდელი დღე იყო დიდი შრომის შედეგი. იმ მომენტიდან, როცა "ჰამასმა" ეს ხალხი გაიტაცა, მე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობდი, რათა მძევლები გათავისუფლებულიყვნენ. ჩვენ ვნახეთ ამ შრომის პირველი შედეგები. მე მინდოდა ბრძოლის შეჩერება ორი მიზეზით, რათა დაჩქარებულიყო და გაფართოებულიყო ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, და მეორე, რომ ხელი შემეწყო მძევლების გათავისუფლებისთვის", - განაცხადა ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
თბილისი შეაფასებს ქალაქის მცხეთასთან,რუსთავისთან და აეროპორტთან რკინიგზით დაკავშირების შესაძლებლობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics