00:49 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 17:30:48, 593 ნახვა

საზოგადოება
მერია - თინათინის ქუჩაზე დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, თინათინის ქუჩაზე დაგეგმილი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ნოემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, შეზღუდვა თინათინის ქუჩაზე, თინათინისა და ერედვის ქუჩის კვეთიდან თინათინისა და ვახტანგ ჭელიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

"ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ფატმანის, ავთანდილის, ვახტანგ ჭელიძისა და როსტევანის ქუჩების გამოყენებით.

საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას, 08:30-დან 11:00 საათამდე მონაკვეთში, შეზღუდვა მოიხსნება და სარეაბილიტაციო არეალში ავტომობილები გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ.

აღნიშნულ პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. მიკროავტობუსი N422 თინათინის ქუჩაზე, მარცხნივ მოხვევით მოძრაობას გააგრძელებს ერედვის ქუჩაზე, შემდეგ ავთანდილისა და ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩების გავლით დაუკავშირდება თინათინის ქუჩას. 

უკუმიმართულებისას, აღნიშნული მიკროავტობუსი იგივე მარშრუტით იმოძრავებს",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics