|
2023-11-22 10:33:43, 736 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ შამუგიამ ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, „ეკონომიკურ ფორუმზე” სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებულ და მიმდინარე პროგრამებზე, დარგში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, „ეკონომიკური ფორუმის” ფარგლებში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობდნენ გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი ნოდარ კერესელიძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, სახელმწიფო უწყებების, ბიზნესსექტორის, დარგობრივი ასოციაციის წარმომადგენლები. დისკუსიას მოდერაციას უწევდა „ბიზნესინსაიდერ საქართველოს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრმა ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერას, რათა შეიქმნას მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება ევროპის ბაზარზე, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელ რეალობაში, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ყველა იმ 15-მდე პროგრამას, რომელსაც დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს დარგის მიმართულებების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის მხარდასაჭერად. რა თქმა უნდა, გვექნება სიახლეები პროგრამების სხვადასხვა კომპონენტის ნაწილში; ეს ბუნებრივი პროცესია, ვინაიდან ჩვენ, არსებული საჭიროებების მიხედვით, ფერმერებთან, ასოციაციებთან, დარგის წარმომადგენლებთან ერთად, ცვლილებები შეგვაქვს სხვადასხვა პროექტში. სიახლეები გვექნება მომავალ წელსაც. სახელმწიფო გააგრძელებს სოფლის მეურნეობის დარგის შემდგომი განვითარების აქტიურ მხარდაჭერას როგორც ტექნიკით უზრუნველყოფის, ასევე, გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების შემდგომი გაფართოების კუთხით. მხარდაჭერა გაგრძელდება მარკეტინგის მიმართულებითაც - ჩვენი პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის და ბაზრების დივერსიფიცირების ნაწილში”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)