09:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 14:04:33, 693 ნახვა

პოლიტიკა
ბერაია - გადადგომას არ ვაპირებ - ყველამ გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ

გადადგომას ნამდვილად არ ვაპირებ. ყველამ მინდა ეს კარგად გაიგოს ერთხელ და სამუდამოდ,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ბერაიამ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მას შემდეგ, რაც "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მის ყოფნას "სირცხვილი" უწოდა, ბერაიამ თქვა, რომ აღნიშნულ საკითხზე "სპეკულაციები უნდა დასრულდეს". 

"მანამ, სანამ მეც და ჩემი გუნდიც ვთვლით, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჩვენ ერთად ვაკეთებთ საქვეყნო საქმეს, ჩემი პოზიცია არის ასეთი და ამასთან დაკავშირებით სპეკულაციები უნდა დასრულდეს",- თქვა ბერაიამ.

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეურაცხყოფა მიაყენა.

მოგვიანებით, ბერაიამ  აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics