09:42 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 13:52:50, 690 ნახვა

პოლიტიკა
ელისაშვილი ბერაიას - სირცხვილია, ისევ თავმჯდომარე რომ ხარ

სირცხვილია, ირაკლი, პირდაპირ გეუბნები, სირცხვილია, ისევ რომ ხარ თავმჯდომარე,- ასე მიმართა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიას კომიტეტის სხდომაზე.

ელისაშვილმა ბერაიას გადადგომისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

"უღირსი საქციელი როცა ჩაიდინე, მაშინ უნდა გეფიქრა, ვინ გექაჩებოდა ენაზე იმ საზიზღრობებს რომ აყრანტალებდი?! შესაბამისად, ვერ გაგრძელდება აქ ჯანსაღად სიტუაცია, სანამ იქნები ჩაბღაუჭებული თანამდებობას. სირცხვილია ყოველი დღე, როდესაც ატარებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე",- მიმართა ელისაშვილმა ბერაიას. 

შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შეურაცხყოფა მიაყენა.

მოგვიანებით, ბერაიამ  აქუბარდიას მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics