10:24 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-13 11:55:57, 647 ნახვა

საზოგადოება
მერია - მიცკევიჩის ქუჩის ნაწილზე საგზაო სამუშაოები სრულდება

​საბურთალოს რაიონის ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, მიცკევიჩის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები განსაზღვრულ ვადებში მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული ტერიტორიის ნაწილზე, კერძოდ მიცკევიჩისა და ტაშკენტის ქუჩების კვეთიდან, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთამდე, ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება, რითაც ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდება. 12 000 კვ. მ ფართობზე ეწყობა ბორდიური, ტროტუარი და პანდუსები. ასევე, ადგილზე მონტაჟდება გარეგანათების სისტემაც.

„სამუშაოების დასრულებისთანავე, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება აღდგენილი იქნება.

მიმდინარე საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics