19:19 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 16:26:35, 914 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - კიევი შორს არის ევროკავშირისგან - გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს

ევროკავშირმა უკრაინასთან EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ორბანის თქმით, უნგრეთის უარი უკრაინასთან ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებაზე არ არის ბიზნესშეთანხმების საგანი.

"მოლაპარაკებები წევრობის შესახებ არ უნდა დაიწყოს, ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია.

უნგრეთის უარი უკრაინასთან ევროკავშირში მოლაპარაკებების დაწყებაზე არ არის ბიზნესშეთანხმების საგანი. ეს არ შეიძლება იყოს დაკავშირებული თანხების საკითხთან", - განაცხადა ორბანმა.  

ცნობისთვის, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების რეკომენდაცია გასცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
სააპელაციომ თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს სასჯელი შეუმცირა
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics