14:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-04 11:22:41, 728 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის სემინარი გაიმართა

გერმანიის ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი გერმანული მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, თბილისში სემინარი „გერმანიის ღვინის ბაზარი და მასზე შეღწევის გზები” გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცრლებს.

სააგენტოს ცნობით, სემინარს, რომელსაც 70-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი დაესწრო, “ff.k Public Relations”-ის დირექტორი მეიკე ფრერსი (Meike Frers), ღვინის სპეციალიზირებული გამოცემის “Wein+Markt” მთავარი რედაქტორი კატია აპელტი (Katja Apelt) და იმპორტიორი კომპანიის “HAWESKO” მენეჯერი კარო ლენგე (Caro Lange) უძღვებოდნენ.

წარმოდგენილი პრეზენტაციები მოიცავდა გერმანიის ღვინის ბაზრის მიმოხილვას, მის თავისებურებებსა და სტრუქტურას.

„გერმანის ღვინის ბაზარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ბაზარია. რასაც ჩვენ დღეს სემინარის ფარგლებში განვიხილავთ, მეღვინეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წარმოგიდგენილი იქნება და ვიმსჯელებთ, თუ როგორ მუშაობს გერმანიის ბაზარი, რა პერსპექტივა აქვთ ქართველ მეღვინეებს, რა გამოწვევების წინააშე დგანან ისინი, როგორ და როდის სვამს გერმანელი მომხმარებელი ღვინოს და კიდევ არაერთი საკითხი”, - აღნიშნა მეიკე ფრერსმა.

ღვინის მწარმოებლების შეფასებით, ღონისძიებაში მონაწილეობა მათთვის კარგი საშუალებაა, გაიგონ გერმანიის ღვინის ბაზრის სპეციფიკა და, შესაბამისად, აღნიშნულ ბაზარზე მაქსიმალურად გაზარდონ ქართული ღვინის ექსპორტი.

ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება. 

ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანა გერმანია, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics