22:10 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 21:24:18, 833 ნახვა

მსოფლიო
ნეთანიაჰუ - მძევლების გათავისუფლების გარეშე დროებითი ზავი არ იქნება

მძევლების გათავისუფლების გარეშე დროებითი ზავი არ იქნება, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს განუცხადა.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ღაზის სექტორში საწვავის შეტანას არ დაუშვებს და ასევე ეწინააღმდეგება ღაზაში ფულის გაგზავნას.

„ისრაელის მტრებს ჩვენი ქვეყნის განადგურება სურთ, თუმცა ისინი მიზანს ვერ მიაღწევენ. ჩვენ არ გავჩერდებით იქამდე, ვიდრე გამარჯვებას არ მივაღწევთ. გამარჯვება ნიშნავს „ჰამასის“ განადგურებას, მძევლების გათავისუფლებას და ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების აღდგენას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გზაჯვარედინია, მისი სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics