17:22 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 14:50:23, 1386 ნახვა

რეგიონი
შუახევში მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა

შუახევში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. 

შუახევის მერიის ცნობით, მასწავლებლის ეროვნული დღე პედაგოგებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, საქართველოს პარლამენტისა და  აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ანზორ ბოლქვაძემ,  ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა მიულოცეს.

"ღონისძიებას დაწყებითი კლასის მასწავლებლები და ღვაწლმოსილი პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებსაც სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

შეხვედრის მიზანია, მასწავლებელთა მხარდაჭერა, მათი დაფასება, საქმიანობისა და ღვაწლის წარმოჩენა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა  გოგონათა ბენდი "117", ხელოვნების სკოლის გუნდი და გიტარის წრის მოსწავლეები.

მასწავლებლის ეროვნული დღე, წელს პირველად, საქართველოს მთავრობის ინიციატივით 27 ოქტომბერს დაწესდა, რომელიც საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების თარიღს უკავშირდება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: პრეზიდენტ სააკაშვილის პოსტი უცნაურია, მსგავსმა იმპულსურმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ
ევროპარლამენტმა საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მიიღო
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
სააკაშვილი: ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics