17:32 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-01 13:43:47, 825 ნახვა

პოლიტიკა
აქუბარდია „ოცნებას“ - თუ გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, გყავდეთ - მე მოვითხოვ, ბერაიამ თანამდებობა დატოვოს

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ - მე მოვითხოვ, მან დატოვოს თანამდებობა,- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ "ქართული ოცნების" დეპუტატებს თანაპარტიელთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

როგორც აქუბარდიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ბერაია "თანამდებობას არ იმსახურებს".

"ცალყბად გაკეთებული ბოდიში ვნახე, რაც ჩემთვის მისაღები არ არის. მე ერთს გეტყვით - ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი ეპითეტები კოლეგებზე გამოიყენოს და გამოიყენოს ეს პარლამენტის ტრიბუნიდან და ამ შემთხვევაში, მის მოადგილეს ასეთი მეთოდებით დაუპირისპირდეს, ის არ იმსახურებს თანამდებობას. თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს გაგორებული ფალავანი მისაღებია თქვენთვის, შეგიძლიათ გყავდეთ, მაგრამ დისკრედიტაცია მან რაც წამოიწყო ჩემ წინააღმდეგ, საკუთარი მოადგილის წინააღმდეგ, ეს მოუბრუნდა მას და ამით მან დაამთავრა როგორც თავისი პოლიტიკური კარიერა, ასევე არ მგონია, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებში მისი შეფასება იყოს იმ ნიშნულზე, რა ნიშნულზეც აქამდე იყო. თქვენთვისვეა უკეთესი, რომ ის თანამდებობას არ იკავებდეს და მოვითხოვ, მან დატოვოს თანამდებობა",- განაცხადა აქუბარდიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 31 ოქტომბერს "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ბერაიამ აღნიშნულის შემდეგ ბოდიში მოიხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics