02:18 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 19:21:59, 697 ნახვა

მსოფლიო
მიშელი - ევროკავშირი ერთიანია ღირებულებების დაცვაში და სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, რომ დაიცვას თავი

ევროკავშირში ერთიანები ვართ ჩვენი პრინციპების, ღირებულებების დაცვაში და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს ისრაელს, მის უფლებას, რომ დაიცვას თავი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

მიშელის თქმით, ევროკავშირი გმობს „ჰამასს“ და მის ტერორისტულ თავდასხმებს და აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცულები უნდა იყვნენ ყველგან და ყოველთვის.

„ჩვენ ვგმობთ „ჰამასს“ და მის სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას. ვიმსჯელებთ ასევე ჰუმანიტარულ დახმარებაზე. ვფიქრობთ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები დაცულები უნდა იყვნენ ყველგან და ყოველთვის, გვექნება კარგი დებატები ლიდერებთან ერთად. ვისაუბრებთ უკრაინაზე, რა თქმა უნდა ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას, ვიდრე ეს საჭირო იქნება. ვიმსჯელებთ იმაზე, როგორ შეგვიძლია მეტი დახმარების აღმოჩენა“, - განაცხადა მიშელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics