19:54 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 17:15:08, 674 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო სატრანსპორტო კომუნიკაციებისა და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, ევროკომისიისგან 16 მილიონ ევროს მიიღებს

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა ხელი მოაწერეს ევროკომისიასა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის „კონტრიბუციის შეთანხმების“ შესახებ განცხადებას.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეთანხმება გულისხმობს ევროკომისიის მიერ, EIB-ის საინვესტიციო გრანტის ფინანსურ მხარდაჭერას, რომლის მოცულობაც 16 მილიონ ევროს შეადგენს და გამიზნულია ისეთი პროექტის განხორციელებისთვის, როგორიცაა „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციები (GTC) – საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება“.

"პროექტის მიზანია, შემდგომი წლების განმავლობაში საქართველოში განვითარდეს საგზაო-სატრანსპორტო ქსელები და ინფრასტრუქტურა, რაც თავის მხრივ, დიდ როლს ითამაშებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს საქართველოს მთავრობასთან",- ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics