22:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-25 13:20:07, 591 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ამერიკელი ხელოვანის, პატი სმიტის წარმოდგენა გაიმართა

24 ოქტომბერს, Rooms Hotels-ის ორგანიზებით და „თიბისის“ მხარდაჭერით, პროექტ CORRESPONDENCES-ის ფარგლებში, თბილისს პატი სმიტი ეწვია. ამერიკელმა ხელოვანმა რუსთაველის თეატრში დამსწრე საზოგადოებისთვის წარმოდგენა გამართა. პატი სმიტმა ერთ-ერთი ახალი ნაწარმოები წარადგინა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე შეგროვებული სიხშირეებით შექმნა და ქართველ არტისტებთან ერთად შეასრულა.

მსმენელს ასევე შესაძლებლობა აქვს Soundwalk Collective-ისა და პატი სმიტის კოლაბორაციულ აუდიოვიზუალურ გამოფენას თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ესტუმროს.

ლეგენდარული არტისტი პატი სმიტი პანკ როკის კლასიკოსი, მომღერალი, სიმღერების ავტორი, პოეტი და მხატვარია, რომელიც ასევე ავტობიოგრაფიული ბესთსელერ „Just Kids"-ით არის ცნობილი, რომელიც ქართულ ენაზეც ითარგმნა. პატი სმიტს ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან ენდი ვარჰოლი, ბობ დილანი, U2 და სხვა.

პროექტი CORRESPONDENCES პატი სმიტსა და Soundwalk Collective-ს აერთიანებს, რომელიც მხატვარ სტეფან კრასნეანსკისა და პროდიუსერ სიმონ მერლის თანამედროვე ხმის ხელოვნების პლატფორმაა. ისინი იკვლევენ სამყაროში მომხდარ პროცესებს, რომლებსაც ბგერებით აცოცხელებენ მუსიკაში. სხვადასხვა დროს კოლექტივს წარმატებული პარტნიორობა ჰქონდა რეჟისორ ჟენ ლუკ გოდარდთან, მომღერალ შარლოტ გაინბურგთან და ისეთ მულტიფუნქციურ სივრცეებთან, როგორიცაა Centre Pompidou, Berghain და სხვა.

წარმოდგენას ასევე მხარი დაუჭირეს VISA-მ და კოკა-კოლამ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics