|
2023-10-24 22:44:53, 650 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ქართველ ხალხს არ სურს, მთავრობის თანხმობის გარეშე საგარეო ურთიერთობებში მას წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი, ასევე ესა თუ ის „ენჯეო“
ქართველ ხალხს არ სურს, საგარეო ურთიერთობებში მას წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე და ესა თუ ის „ენჯეო“ , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ერთ-ერთი მედიის ეთერში ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განაცხადებაზე, რომ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილთან ერთობლივ ვიზიტებს, თანამშრომლობის ამ ფორმას არ გამორიცხავს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ყველაფრის ლუსტრაცია და ხალხი ამას ხედავს. „ჩვენ გვყავდა ვითომ ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამტარებელი აღმოჩნდა; გვყავდა ვითომ ზეპარტიული სახალხო დამცველი, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამტარებელი აღმოჩნდა. ლუსტრაცია მიმდინარეობს და ჩვენი ხალხი ამ ყველაფერს ხედავს, აფასებს. საგარეო პოლიტიკის განხორციელებას ქართველი ხალხის მანდატით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს. ეს არის ქართველი ხალხის ნება და ჩვენი კონსტიტუცია. ვინც ამას პატივს არ სცემს, მიუხედავად იმისა, რა თანამდებობა უკავია ახლა თუ უწინ, ამ ხალხს კონსტიტუცია და ქვეყანა საკუთარი უკანა ეზო ჰგონია, რომელსაც თავისი გემოვნებით მოაწყობს. ეს ასე არ არის. ქართველ ხალხს ვინც პატივს სცემს, მან პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ნებას. ქართველი ხალხის ნებაა, რომ წარმოდგენილი იყოს მისი ამჟამინდელი მთავრობის მიერ. ქართველ ხალხს არ სურს, მას წარმოადგენდეს სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე. ასევე ქართველ ხალხს არ სურს, საგარეო ურთიერთობებში მას წარმოადგენდეს ესა თუ ის „ენჯეო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)