|
2023-10-24 16:57:00, 795 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ საქართველოში ქალი მეწარმეების საჭიროებების კვლევის შედეგები წარადგინა
„თიბისიმ“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქალ მეწარმეთა პროფილებისა და საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევის მიგნებები წარადგინეს. ბაზრის სეგმენტაციის კვლევა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ A2F Consulting „თიბისისთან“ თანამშრომლობით და EBRD-ის დაფინანსებით ჩაატარა. ღონისძიება „თიბისის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა გახსნეს. „ერთ-ერთი მთავარი მიმართულება „თიბისისთვის“ არის მეწარმეების მხარდაჭერა და ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. წლებია, ვზრდით ჩვენს მდგრად პორტფელს, რომლის ნაწილიც არის ქალ მეწარმეთა დაფინანსება. არაერთი წარმატებული მეწარმე ქალია დაფინანსებული ჩვენი „სტარტაპერის“ პროგრამის ფარგლებში. ჩვენი სერვისები მიმართულია ადამიანების ცხოვრების გამარტივებისკენ იმ მიზნით, რომ მათ სხვადასხვა ბარიერების გადალახვა და თვითრეალიზება შეძლონ, და ამით, წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში“, - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ. “ქალი მეწარმეების მხარდაჭერა და განვითარება შეიძლება იქცეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალად და გახადოს ეკონომიკა უფრო ინკლუზიური და მდგრადი - რაც EBRD-ისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა გვქონდა, ეს პროექტი განგვეხორციელებინა ჩვენს სანდო პარტნიორთან - „თიბისი ბანკთან“ ერთად. პროექტი ადასტურებს, რომ როგორც EBRD, ისე „თიბისი ბანკი“, მხარს უჭერს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდითა და მეწარმეობის ხელშეწყობის გზით“, - განაცხადა EBRD-ის კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალთა გაძლიერების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, „თიბისის“ პარტნიორი მეწარმე ქალები და სხვა დაინტერესებული მხარეები. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე - „ქალ მეწარმეთა ბიზნეს პოტენციალი საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“. განხილვაში მონაწილეობდნენ საქართველოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი, EBRD-ის ინკლუზიური ფინანსირების მიმართულების ხელმძღვანელი ფრანჩესკა დალა პოცა, „თიბისის“ მომხმარებელი ქალი მეწარმე, შპს „ლიტვური საცხობის“ დამფუძნებელი თინათინ ხუციშვილი და „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ნინო მასურაშვილი. პანელური განხილვის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოში გენდერული თანასწორობისა და ქალთა მეწარმეობის კუთხით არსებულ გამოწვევების, ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად მსოფლიოში გავრცელებულ საუკეთესო გამოცდილების შესახებ და ხაზი გაუსვეს ფინანსური სექტორისა და სახელმწიფოს როლს ქალი მეწარმეების გასაძლიერებლად.
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)