06:34 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 16:05:23, 666 ნახვა

მსოფლიო
„სატვირთო მანქანები ღაზას სექტორში, რაც შეიძლება მალე უნდა შევიდეს“ - გუტერეში ეგვიპტეში ჩავიდა

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ეგვიპტეში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ცნობით, გაეროს გენერალურმა მდივანმა რაფაჰის სასაზღვრო პუნქტი მოინახულა.

"ამდენი სატვირთო მანქანა დატვირთულია წყლით, საწვავით, მედიკამენტებით, საკვებით. საჭიროა, ეს სატვირთო მანქანები, რაც შეიძლება მალე გადავიდეს. ეს სატვირთო მანქანები სამაშველო თოკია. ეს არის განმასხვავებელი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ამდენი ადამიანისათვის... აქ ორი მილიონი ადამიანი გვყავს, ვინც უზარმაზარ ტანჯვას განიცდის. არ არის წყალი, საკვები, მედიკამენტები, საწვავი. ღაზას ყველაფერი სჭირდება გადარჩენისთვის", - განაცხადა გუტერეშმა.

მედიის ცნობითვე, ანტონიო გუტერეში ხვალ, კაიროს სამშვიდობო სამიტს დაესწრება, რომელზეც ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობას განიხილავენ.

შეგახსენებთ, 19 ოქტომბერს, ეგვიპტე დათანხმდა რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნას, რათა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის 20-მდე სატვირთო მანქანა შევიდეს. 

მანამდე, ეგვიპტე უარს ამბობდა, კორიდორი გაეხსნა პალესტინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ღაზას სექტორის დატოვებას ცდილობდნენ. ამასთან, ოფიციალური კაირო აშშ-სთან ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მისაწოდებლად დერეფნის გახსნას განიხილავდა.

ამასთან, 18 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას მისი ტერიტორიიდან ღაზას სექტორისთვის, სანამ არ გათავისუფლდებიან ტერორისტული ჯგუფების მიერ გატაცებული მძევლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics