03:43 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 12:44:06, 744 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე პრეზიდენტს - „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბილბორდებზე ჩაგენაცვლნენ

თქვენ "პატარა კაცები" უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს და ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე,- ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზუტაბიშვილის პარლამენტის პლენარულ სხომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს "პატარა კაცი" არ უწოდებია ნიკა გვარამიასთვისაც კი.

"თქვენ "პატარა კაცები" უწოდეთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს და ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე. რატომ? იმიტომ, რომ არვის არ უნდოდით პრეზიდენტად არც პირველ და არც მეორე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი, პატივი ვეცი თქვენი წინაპრების წარსულს, სხვადასხვა გარემოებებს და დღეს სადაც ხართ კი ვხედავთ. ხალხმა თქვენ სხვადასხვა მიზეზით აგირჩიათ. ერთ-ერთი იყო, რომ არ უნდოდათ "ნაციონალი" პრეზიდენტი, თორემ პიროვნულად შეიძლება არაფერს ერჩოდნენ გრიგოლ ვაშაძეს, ნინო ანანიაშვილის ქმარი მაინც არის. 

მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ დეპუტატების მიმართ ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა - გამოიყენა სიტყვები "პატარა კაცები". მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს "პატარა კაცი" არ უწოდებია გვარამიასთვისაც კი თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, ეს კაცი მერე შეიწყალა. ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა, რომელიც თავის დროზე პრეზიდენტს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ... აქ ხომ რეალურად ჩანს, რაშიც არის საქმე და სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად - კოლექტიურ "ნაცმოძრაობაში",- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics