02:12 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 10:04:00, 655 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტის წევრებმა ისრაელში ტერორისტული შეტევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გივი მიქანაძემ და მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, დიდ სინაგოგასთან ყვავილები მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდა ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი.

"დეპუტატებმა მწუხარება გამოთქვეს დაღუპულთა გამო და ელჩს მიუსამძიმრეს.

დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს დეპუტატებმა დავით სონღულაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ზაზა ლომინაძემ, ბექა ოდიშარიამ, ხატია წილოსანმა და გელა სამხარაულმა.

ასევე პარლამენტში, ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე და მეგობრობის ჯგუფის წევრები ზაზა ლომინაძე, დავით მათიკაშვილი და ხატია წილოსანი საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდნენ.

ელჩმა დეპუტატებს ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics