05:05 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 14:58:53, 638 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს საქართველოს ისეთი მხარდამჭერი, როგორიც ორბანია

არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ისეთი მხარდამჭერი, როგორიცაა ვიქტორ ორბანი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ საქართველოს უნგრეთის მსგავსი ბევრი მეგობარი უნდა ჰყავდეს.

„არ ვიცი, ვინ შეიძლება იყოს ჩვენი ისეთი მხარდამჭერი, როგორიცაა ვიქტორ ორბანი და მისი მთავრობაა, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს სტატუსი. რეალურად რომ შევხედოთ, თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა, ეს ჩვენი ქვეყანა იყო. ბევრს, განსაკუთრებით აგენტებს, არ სიამოვნებთ, რომ ეს ადამიანები სიმართლეს ლაპარაკობენ, იყენებენ ევროპარლამენტის შესაბამის ტრიბუნას და ამბობენ -  საქართველო იმსახურებდა სტატუსს, საქართველოსთან მიმართებით მოვიქეცით უსამართლოდ. ასეთი ვიზიტები მნიშვნელოვანია და ბევრი ასეთი მეგობარი უნდა გავიჩინოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics