|
2023-10-16 15:53:53, 605 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტროს ორგნიზებით „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“ გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „კიბერუსაფრთხოების ბიუროს“ ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი 2023“ გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის კონფერენციის მთავარ თემას „ნივთების ინტერნეტი (IoT) და სამხედრო სფერო“ წარმოადგენდა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა გახსნა და თავდაცვის სფეროში თანამედროვე მდგრადი კიბერუსაფრთხოების სისტემების მნიშვნელობასა და მათი გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო, როგორც ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, კიბერუსაფრთხოების კუთხით დასავლელი პარტნიორების საუკეთესო პრაქტიკას იზიარებს. მან „ინტერმარიუმ კიბერუსაფრთხოების ფორუმი“ რეგიონულ პლატფორმად განიხილა და ღონისძიების ორგანიზების საქმეში ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერის როლი ხაზგასმით აღნიშნა. „მინისტრის მოადგილის განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კვალიფიციური ახალგაზრდების მოზიდვაზე, რომლებიც კიბერუსაფრთხოების სამხედრო ოფიცრებად ჩამოყალიბდებიან და კიბერსარდლობას დააკომპლექტებენ. ფორუმის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა, ლუკა მგელაძემ, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ვინიკოვმა. კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერუსაფრთხოების შემდეგ აქტუალურ საკითხებს: ხელოვნური ინტელექტი და სამხედრო სფერო, ღრუბლოვანი გამოთვლები თავდაცვასა და უსაფრთხოებაში, ნივთების ინტერნეტის გამოყენება თანამედროვე კონფლიქტებში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაციფრულება, და კიბერსაფრთხეების ანალიზი და ინფორმაციის გაზიარება. საქართველო ფორუმს უკვე მეოთხე წელია მასპინძლობს. ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ მიზანს საქართველოსა პარტნიორ ქვეყნებს შორის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)