|
2023-10-12 15:44:31, 852 ნახვა
პოლიტიკა
ორბანი - სამართლიანია, რომ საქართველოს მიენიჭოს EU-სთან დაახლოების საშუალება - ეს ევროპის ინტერესებშიცაა
სამართლიანია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ევროპის ინტერესებშიც,- ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ორბანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ევროკავშირს აქვს ინტერესი, კავკასიას საქართველოს საშუალებით დაუკავშირდეს. "ჩემმა მეგობარმა, ბატონმა ირაკლიმ ბრძანა, რომ უნგრეთი გახლავთ საქართველოს ევროპული მისწრაფების მყარი მხარდამჭერი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სამართლიანი, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირთან დაახლოების საშუალება და ეს არის ასევე, ევროპის ინტერესებში. მე მახსოვს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები როგორ უერთდებოდნენ ევროკავშირს. ეს არის 2 000-იანი წლების შუა პერიოდი. ჩვენ შევქმენით კონკურენტუნარიანობა ევროკავშირის. უნგრეთი რომ არ გაწევრიანებულიყო იმ პერიოდში, ჩავარდებოდა ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი... საქართველო გახლავთ ქვეყანა, რომელიც განსაკუთრებით იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მაჩვენებლები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია, არის მაღალი და მე მწამს, რომ ევროკავშირს აქვს ინტერესები, დაუკავშირდეს კავკასიის რეგიონს - საუკეთესო გამოსავალია, რომ დაუკავშირდეს საქართველოს მეშვეობით. ამიტომ, ძალიან გაბრაზებულებულები ვართ, რომ საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი იმ ფონზე, როდესაც სტატუსი მიიღეს ქვეყნებმა, რომლებიც გაცილებით ჩამორჩენილები არიან განვითარების თვალსაზრისით საქართველოსთან შედარებით. ევროკავშირში უნდა გადავწყვიტოთ, ვხედავთ გაფართოებას, როგორც პოლიტიკურ პროცესს, თუ ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია. თუ ეს დამსახურებაზე დამყარებული პროცესია, ის, რაც მოხდა, არის საკმაოდ უსამართლო თქვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. ეს უნდა გამოსწორდეს, რაც შეიძლება მალე",- განაცხადა ორბანმა. შეგახსენებთ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს გუშინ, 11 ოქტომბერს ეწვია.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)