|
2023-10-12 11:35:35, 671 ნახვა
საზოგადოება
ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსია განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსია დაინტერესებულ მხარეებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და კახა კაკაბაძე, ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი და სამონადირეო კლუბებისა და მეურნეობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ნადირობის შესახებ ახალი კანონი ხელს შეუწყობს ნადირობის მდგრადი სისტემის დანერგვას. კანონპროექტის მიზანია ნადირობის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ფასეულობების თანაბრად გათვალისწინება და სანადირო სახეობებისა და მათი საბინადრო გარემოს (ჰაბიტატი) მდგრადი მართვა, სახეობათა პოპულაციების კონტროლი, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო სივრცის შექმნა და მონადირეთა სერტიფიცირება, რის შედეგადაც შეიზღუდება ბრაკონიერობა. შეხვედრაზე ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა, რევაზ ბეჟაშვილმა ახალი კანონპროექტის სამუშაო ვერსიის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. „ახალი რეგულაციით, სერტიფიცირებულ მონადირეს ექნება მონადირეთა საერთაშორისო ორგანიზაციის (CIC) მიერ აღიარებული ნადირობის სერტიფიკატი. ახალი კანონით საქართველოში დაიწყება ველური ბუნების მდგრადი მართვის სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სანადირო სახეობების პოპულაციების აღდგენას, ასევე ბრაკონიერობის შემცირებასა და ამ სექტორიდან მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემოსავლების მიღებას“, - აღნიშნა რევაზ ბეჟაშვილმა. კანონის პროექტი „ნადირობის შესახებ“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ინიციატივითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, ქართველი ექსპერტების მიერ მომზადდა. აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, 2022 წელს დაიწყო პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო". პროექტი ითვალისწინებს ველური ბუნების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას და საქართველოს ველური ბუნების მდგრადი მართვის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობას. ამავე პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა კანონზე „ნადირობისა და სანადირო სახეობათა მართვის შესახებ“.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)