08:00 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-09 17:12:26, 600 ნახვა

საზოგადოება
გენერალური პროკურორის მოადგილე მართლმსაჯულების სფეროში EU-ს ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი მართლმსაჯულების სფეროში ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა. გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლები და პროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლები ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალური პროკურორის მოადგილემ ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლებს საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სფეროში სამომავლო პროექტების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

"ნათია მერებაშვილმა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის სრული მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ რეფორმების განხორციელება ევროპული სტანდარტების შესაბამისად პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ევროკავშირის მიერ საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს მხარდასაჭერად დაგეგმილი ახალი, სამწლიანი ტექნიკური დახმარების პროექტის მიზანი მართლმსაჯულების სფეროში რეფორმების მხარდაჭერაა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics