19:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 17:42:27, 859 ნახვა

მსოფლიო
ოსტინი - აშშ იზრუნებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც დასჭირდება თავის დასაცავად

ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ვალდებულება ისრაელის უფლების დაცვაზე ურყევი რჩება და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ვინც დაიღუპნენ თავდასხმის დროს,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

ოსტინის თქმით, აშშ იზრუნებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც დასჭირდება თავის დასაცავად.

„მე ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ვალდებულება ისრაელის უფლების დაცვაზე ურყევი რჩება და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ვინც დაიღუპნენ თავდასხმის დროს. უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას დასჭირდება საკუთარი თავისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად განურჩეველი ძალადობისა და ტერორიზმისგან“,- განაცხადა ოსტინმა.

ცნობისთვის, დღეს, 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიში წამოიწყეს. 

მოგვიანებით, ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა", რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის წინააღმდეგ "ოპერაცია ალ-აკსას წარღვნა" გამოაცხადა. 

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის საპასუხოდ საომარი მდგომარეობისთვის მზადყოფნა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics