|
2023-10-05 13:03:08, 711 ნახვა
პოლიტიკა
კორძაია პაპუაშვილს - რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით - იქნებ, ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა?
ბატონო შალვა, დღეს დილით გავიღვიძეთ და დაგვხვდა სიურპრიზად თქვენი ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს უკრძალავთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციას. რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით - იქნებ, ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა მალე იმიტომ, რომ თქვენთვის სასიამოვნო მოსაზრებები არ გამოვხატოთ?- ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. კორძაიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე წარსულში, GIZ-ში მუშაობისას, გამოხატვის თავისუფლებაზე და უფლებებთან დაკავშირებით წიგნებსაც კი გამოსცემდა. „ბატონო შალვა, დღეს დილით გავიღვიძეთ და დაგვხვდა სიურპრიზად თქვენი ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს უკრძალავთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციას. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ბევრ წიგნს გამოსცემდა GIZ-ში მუშაობისას, გამოხატვის თავისუფლებაზე, უფლებებთან დაკავშირებით. თუ გიფიქრიათ იმაზე, ეს რა შედეგის მომტანი იქნება. როგორ შეფასდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ჟურნალისტთა უფლებების ასეთი შეზღუდვა და საერთოდ, რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით - იქნებ, ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა მალე იმიტომ, რომ თქვენთვის სასიამოვნო მოსაზრებები არ გამოვხატოთ?"- განაცხადა კორძაიამ. ცნობისთვის, პარლამენტის აპარატის მოსამსახურეს, შესაძლოა, პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, დეპუტატებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს. ბრძანების თანახმად, ცვლილება „საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ მე-8 მუხლში შედის და მას ერთი პუნქტი ემატება.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)