18:44 - 24 Jun, 2026
|
2023-10-04 13:08:54, 1017 ნახვა
სამართალი
„კანვასის“ დირექტორი გამოკითხვაზე დაიბარეს
"კანვას - საქართველოს" დირექტორი გიორგი მელაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მელაძე ავრცელებს. როგორც "კანვასის" დირექტორი სოციალურ ქსელში წერს, გამოკითხვა სასამართლოში დღეს, 4 ოქტომბერს გაიმართება. "მოვიდა უწყება. გამოკითხვა დღეს იქნება სასამართლოში. დრო არ ვიცი. საბჭოთა ნომენკლატურამ სოროში თავი ვეღარ დამალა! ბრძოლა მიღებულია!"- წერს მელაძე "ფეისბუქის" გვერდზე. მელაძის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. "ჩაბარდა უწყება. დაიკითხება მაგისტრი მოსამართლის წინაშე. დრო განსაზღვრული ჯერ არ არის",- ამბობენ სუს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)