10:39 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 10:25:09, 618 ნახვა

საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომობილები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სატვირთო ავტომობილების გადაცემის ღონისძიება სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წითელი ხიდის სამმართველოში გაიმართა.

"ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი და ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი - ნიკოლას სენდეროვიჩი დაესწრნენ.
სასაზღვრო პოლიციისთვის გადმოცემული სატვირთო ავტომობილები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებას და გააუმჯობესებს საზღვრის დაცვის შესაძლებლობებს.

სატვირთო ავტომობილების გადაცემა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის - "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" ფარგლებში განხორციელდა, რომელიც 2022 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერებას საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics