14:01 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-02 14:09:16, 829 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - შენარჩუნდება მშვიდობა და არავის მიეცემა საშუალება, ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არეულობისა და სისხლისღვრის უფლება არავის მიეცემა და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს. 

ამის შესახებ მან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა. 

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის გამოუვა, ქვეყანაში შემოიტანოს რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა და ხელისუფლების დამხობა ბინძური მეთოდებით. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, მათ შორის, მანიფესტანტების ინტერესს და უსაფრთხოებას. თუ რატომ შედის აღნიშნულ კანონში ცვლილებები, განმარტებები უკვე გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული“,- განაცხადა კახა კალაძემ. 

კითხვაზე, რატომ გახდა აღნიშნული ცვლილებების საჭიროება, თბილისის მერი პასუხობს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადება, რომლის თანახმადაც, "რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში არეულობას გეგმავენ". 

„აღნიშნულ საკითხზე განცხადებები გაკეთდა, რომ იგეგმება არეულობები, მიზნობრივი პროვოკაციები, კონკრეტულად კარვებში. ეს იქნება იარაღის, ასაფეთქებელი მასალების შეტანა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც თავიანთი უცხოელი აქტორების ჩართულობით, გადატრიალებას, არეულობას გეგმავენ, მაგრამ არავის არაფერი გამოგივათ, მეგობრებო. საქართველოში შენარჩუნდება მშვიდობა - არავის მიეცემა საშუალება, ჩვენი ხალხი „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენოს და ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას“- აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
ბრიტანეთში 28 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც მთავრობის და პარლამენტის ყოფილი წევრის, ენ ვიდეკომბის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
ტრამპმა გარდაცვლილ ლინდსი გრეჰემს „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი“ უწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics