13:26 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 11:34:46, 767 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, აზარაშვილი უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა, რომელიც უნგრეთის ჯანდაცვის, განათლების, სოციალური საკითხებისა და სხვა მიმართულებებს ხელმძღვანელობს.

"ზურაბ აზარაშვილმა, კოლეგას საქართველოში სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რეფერენტული ფასწარმოქმნის ამოქმედებას, ასევე, მიმოქცევაში არსებული, წამლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით GMP/GDP სტანდარტების დანერგვის მნიშვნელობას. 

მხარეებმა, საყოველთაო ჯანდაცვის მოქმედების 10 წლის შედეგებზე ისაუბრეს. განიხილეს დაფინანსების ახალი - DRG მოდელი, რომელიც საქართველოში 2022 წლის ნოემბრიდან მოქმედებს.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ მოდელის ამოქმედების შემდეგ, ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები მკვეთრად შემცირდა. 

უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა და ქართულ მხარეს, ჯანდაცვის სერვისების მოწყობისა და დაფინანსების მოდელთან დაკავშირებით უნგრეთის გამოცდილება გაუზიარა.

შეხვედრაზე, პირველადი ჯანდაცვის სერვისები და ამ სფეროს განვითარების მიზნით დაგეგმილი ცვლილებებიც განიხილეს. ზურაბ აზარაშვილი, ამ მიმართულებით უნგრეთის გამოცდილებას გაეცნო და კოლეგისგან პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების პოლიტიკის მიმართულებით დეტალური ინფორმაციაა მიიღო.

მხარეები შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც უნგრელი ექსპერტები საქართველოში ჩამოვლენ, ასევე დაიგეგმა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების წარმომადგენლების ვიზიტი უნგრეთში, პროფილურ სააგენტოებთან. 

შეხვედრას  უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ლილუაშვილი ესწრებოდა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics