22:05 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-25 23:46:00, 803 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტი - 11 ჩინურ და 5 რუსულ კომპანიას სავაჭრო შეზღუდვები უწესდება

სავაჭრო შეზღუდვები 11 ჩინურ და 5 რუსულ კომპანიას უწესდება, რომლებიც რუსულ ჯარს თვითმფრინავების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტებს აწვდიდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტში აცხადებენ. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ცხრა კომპანია, კერძოდ, ჩინური Asia Pacific-ი, Links Ltd და რუსული SMT-iLogic-ი, სავარაუდოდ, მონაწილეობდნენ რუსეთის სპეციალური ტექნოლოგიების სანქცირებული ცენტრისთვის რუსული სამხედრო დაზვერვის თვითმფრინავების ნაწილების მიწოდების სქემაში.

შეერთებულმა შტატებმა დაადანაშაულა კიდევ ექვსი ჩინური კომპანია ირანის დრონების პროგრამის ნაწილების შესყიდვაში, რომლებსაც რუსული ძალები ასევე იყენებენ უკრაინაზე თავდასხმების განსახორციელებლად.

„ჩვენ არ მოგვერიდება სწრაფი და მნიშვნელოვანი ზომების მიღება მათ წინააღმდეგ, ვინც აგრძელებს პუტინის უკანონო და ამორალური ომის მხარდაჭერას უკრაინაში“, - განაცხადა აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის ექსპორტის აღსრულების ოფისის დირექტორმა, ალან ესტევეზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics