23:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 09:58:19, 1059 ნახვა

მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა [ვიდეო]

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის ლიდერები კანადის სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას განიხილავენ.

ზელენსკი და ტრუდო ასევე ხელს მოაწერენ შეთანხმებას ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების შესახებ.

"მჭიდრო კოორდინაციით, ჩვენ უფრო დიდ ეკონომიკურ ზეწოლას განვახორციელებთ პუტინის რეჟიმზე, სანამ ის პატივს არ სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მათ შორის რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებში, როგორიცაა ნავთობი და გაზი.

კანადა ყოველთვის იქნება უკრაინისა და უკრაინელების გვერდით, რომლებიც თავიანთი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის დაცვას აგრძელებენ",- აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics