|
2023-09-20 22:56:10, 732 ნახვა
საზოგადოება
მელაძე - ფარცხალაძის დაცვა „TV პირველის“ და „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხა
ფარცხალაძის დაცვა "TV პირველის" და "ფორმულას" გადამღებ ჯგუფებს თავს დაესხა. ამის შესახებ ინფორმაციას TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და ტელეკომპანია ფორმულა ავრცელებენ. ნოდარ მელაძე მომხდარ ფაქტზე რეაგირებისთვის საგამოძიებო სამსახურსა და პროკურატურას მიმართავს. "ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა, შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს, წაართვა სამაუწყებლო აპარატურა რომელსაც ამ დრომდე არ აბრუნებს. შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს Mariam Gaphrindashvili სავარაუდოდ ცდილობდნენ მობილურიდან, მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას. სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service ჟურნალისტებზე თავდასხმის თაროზე შემოდებული საქმეების რიგში უნდა ჩაწეროთ ეს, თუ რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძის დაცვაა თქვენთვის მთავარი. საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა და ველოდებით თქვენს რეაგირებას", - წერს მელაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)