21:33 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 14:21:38, 667 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა წულუკიანის გამოსვლისას ტრიბუნასთან საპროტესტო პლაკატი გაშალეს [ვიდეო]

პარლამენტში კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოსვლის დროს ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ ტრიბუნასთან ბანერი, წარწერით - Русский военный корабль, иди на х.. გაშალეს.

ბანერი "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჩამოგლიჯა, წულუკიანმა კი, დეპუტატებს ასე მიმართა: 

„მოგესალმებით ქალბატონებო. გაშალეთ პლაკატი, მე გავაგრძელებ. მთავარია, არ დაიღალოთ“.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერებს დარბაზიდან გასვლისკენ მოუწოდა. დეპუტატებს დარბაზი მანდატურების სამსახურის წარმომადგენლებმა დაატოვებინეს.

აღნიშნულის შემდეგ პაპუაშვილმა სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics