|
2023-09-20 12:02:43, 705 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობა“ 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება
სახალხო დღესასწაული „თბილისობა 2023“, 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართება, 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი თბილისის საპატიო მოქალაქეებს დააჯილდოებენ. „ტრადიციულად, წელსაც დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. 30 სექტემბერს და 1-ელ ოქტომბერს რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე, 12:00-დან 22:00 საათამდე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიება გაიმართება. 30 სექტემბერს, 20:00 საათზე კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართება თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, რომლის ოფიციალური ნაწილის დასრულებისთანავე დაიწყება საზეიმო კონცერტი. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა“,- აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტი საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას „თბილისობის“ პროგრამასთან დაკავშირებით. „რამდენიმე დღეში თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს გავაცნობთ უფრო დეტალურ ორდღიან პროგრამას, სად რა კონცერტი გაიმართება. ბევრ სტუმარს ველოდებით. ვიცი, რომ ბევრი თბილისელი და ასევე, რეგიონებში მცხოვრებლები ელოდებიან „თბილისობის“ დღესასწაულს. წელსაც გვექნება შესაძლებლობა, ერთად ვიზეიმოთ ჩვენი ქალაქის დღე“,- დასძინა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)