|
2023-09-18 15:34:16, 761 ნახვა
საზოგადოება
„საქაერონავიგაცია“ ევროკონტროლის ერთიან ევროპულ ქსელში ჩაერთო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია" ევროკონტროლის ერთიან ევროპულ ქსელ NewPENS-ში ჩაერთო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, NewPENS (new pan-European network service) არის სატელეკომუნიკაციო ქსელი, რომელიც EUROCONTROL-ის მხარდაჭერით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის სერვისების რამდენიმე პროვაიდერის მიერ შეიქმნა. მათივე ცნობით, NewPENS სააერონაოსნო ინფორმაციების გაცვლისთვის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებს, მიმწოდებლებსა (ANSP) და სხვა საჰაერო მოძრაობის ორგანიზებით (ATM) დაინტერესებულ მხარეებს შორის ქსელურ სერვისს უზრუნველყოფს. იგი მოიცავს ხმოვან და მონაცემთა კომუნიკაციას და უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტურ კავშირს ამ ქსელში გაერთიანებული წევრებისთვის. NewPENS-ში თითქმის ყველა ევროპული ქვეყანაა გაერთიანებული. „აღნიშნულ ქსელში ჩართვით საქართველოს საშუალება ეძლევა, ევროპის ქვეყნებთან ინფორმაციის პირდაპირი მიმოცვლა განახორციელოს. აგრეთვე, აღნიშნული ქსელის საშუალებით უკვე შესაძლებელია, საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგური შეტყობინებების მსოფლიო საავიაციო მეტეოროლოგიურ ბანკში (ROC) გავრცელება ციფრულ - IWXXM ფორმატით",- განაცხადა „საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა. NewPENS-ში ინტეგრაციაზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო და 2022 წლის იანვარში ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქაერონავიგაციას", ევროკონტროლსა და BT გლობალ სერვისს შორის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)