|
2023-09-18 10:12:00, 893 ნახვა
მსოფლიო
ტაივანის თავდაცვა - მოვუწოდებთ ჩინეთს, დესტრუქციული სამხედრო მოქმედებები შეწყვიტოს
ტაივანი მოუწოდებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, შეწყვიტოს „დესტრუქციული“ სამხედრო მოქმედებები. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა იტყობინება, ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ ჩინეთის მისამართით მოწოდება მას შემდეგ გააკეთა, რაც კუნძულის მახლობლად სახალხო რესპუბლიკის სამხედრო მოქმედებების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა. აღნიშნულის გამო, ტაივანმა ჩინეთი დაძაბულობის მკვეთრი ზრდის საფრთხის შესახებაც გააფრთხილა. თავდაცვის სამინისტროს განცხადების თანახმად, ზღვის თავზე 103 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი დაფიქსირდა, რაც ერთი დღისთვის „რეკორდული რაოდენობაა“. უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ტაივანის სრუტეში მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში ყველა მხარის საერთო პასუხისმგებლობაა. „სამხედროების მიერ მუდმივმა შევიწროებამ შეიძლება ადვილად გამოიწვიოს დაძაბულობის მკვეთრი ზრდა და რეგიონული უსაფრთხოების გაუარესება. ჩვენ მოვუწოდებთ პეკინის ხელისუფლებას, აიღონ პასუხისმგებლობა და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ასეთი დესტრუქციული ცალმხრივი ქმედებები",- ნათქვამია ტაივანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, აპრილში, ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამდღიანი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა ჩაატარა. სახალხო რესპუბლიკამ წვრთნები, სავარაუდოდ, ტაივანის ლიდერის აშშ-ში ვიზიტის საპასუხოდ გამართა. აღნიშნულის შემდეგ, ტაივანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯოზეფ ვუმ თქვა, რომ სახალხო რესპუბლიკა ტაივანის წინააღმდეგ ომის დასაწყებად ემზადებოდა. ტაივანის სრუტეში სამხედრო წვრთნები ჩინეთმა გასული წლის აგვისტოშიც, წარმომადგენელთა პალატის იმჟამინდელი სპიკერის, ნენსი პელოსის კუნძულზე ვიზიტის საპასუხოდაც გამართა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოში, პელოსის ვიზიტის შემდეგ, ჩინეთსა და ტაივანს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ბოლო 25 წლის განმავლობაში, პირველი ამერიკელი მაღალჩინოსნის კუნძულზე ჩასვლას ჩინეთმა „სრული ფარსი“ უწოდა და აშშ „დემოკრატიის საფარქვეშ ჩინეთის სუვერენიტეტის შელახვაში“ დაადანაშაულა. ტაივანი ჩინეთს გამოეყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც 1949 წელს "ნაციონალისტური" სამთავრობო ძალებისა და "კომუნისტურის პარტიის" ბრძოლაში, ამ უკანასკნელმა გაიმარჯვა. შედეგად, მაო ძედუნმა პეკინზე კონტროლი დაამყარა, "ნაციონალისტურმა პარტიამ", ჩან კაიშის ხელმძღვანელობით კი, ტაივანს შეაფარა თავი და ჩინეთის რესპუბლიკა გამოაცხადა.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)