01:13 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 14:17:53, 1828 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტი ჰააგას ლუკაშენკოს დაპატიმრების ორდერის გაცემისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გამო, გამოსცეს ორდერი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს დაკავებაზე. 

ევროპარლამენტმა დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიებიდან 2 150-ზე მეტი ბავშვის უკანონო გადაყვანა ბელარუსის ე.წ. სამედიცინო ბანაკებში, სადაც ისინი რუსიფიკაციას ექვემდებარებიან.

პარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინის პროკურატურის მიერ, იძულებით დეპორტაციაში ბელარუსის როლის გამოძიებას და მიიჩნია, რომ თავად ლუკაშენკოს და მისი რეჟიმის ქმედებები შეიძლება ასევე წარმოადგენდეს დანაშაულს კაცობრიობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის შესაბამისად. 

ამდენად, ევროპარლამენტი „ლუკაშენკოს მიიჩნევს ამ ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელად, როგორც ვლადიმირ პუტინსა და მარია ლვოვა-ბელოვას და ამიტომ, მოუწოდებს ICC-ს, განიხილოს ლუკაშენკოს დაპატიმრების მსგავსი საერთაშორისო ორდერის გაცემის შესაძლებლობა". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics