|
2023-09-12 22:24:19, 715 ნახვა
საზოგადოება
ილია ღუდუშაური - DRG სისტემის ამოქმედებიდან 10 თვის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დადებითი შეფასება გვაქვს
დაფინანსების DRG მოდელის ამოქმედებიდან 10 თვის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დადებითი შეფასება გვაქვს, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე განმარტებით, DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა, მნიშვნელოვნად შემცირდა, რითაც მოსახლეობის ფინანსური დაცულობა გაიზარდა. „DRG სისტემის ამოქმედების შემდეგ, ნახევარ მილიონამდე სამედიცინო შემთხვევაა დაფინანსებული. რეფორმის დაწყებისთანავე, პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, რომლებიც რეფორმის მიმდინარეობას სწავლობენ. 10 თვის თავზე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისგან დადებითი შეფასება გვაქვს, რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უწყება აქტიურად მუშაობს, რომ DRG სისტემა კიდევ უფრო გაფართოვდეს. „ვფიქრობთ, წლის ბოლოს, სრულად მოვიცვათ მსოფლიოში აპრობირებულ სერვისებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მოსახლეობის დაცულობის ზრდა. ეს ნიშნავს, რომ სამედიცინო სერვისების დაფინანსების ნაწილში, მოსახლეობის დანახარჯები მაქსიმალურად შემცირდეს“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)