07:24 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-30 15:35:47, 778 ნახვა

პოლიტიკა
Deutsche Welle - გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს

გერმანია საქართველოსა და მოლდოვის უსაფრთხო ქვეყნებად აღიარებას გეგმავს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის თითქმის ყოველი მეათე საქართველოდან და მოლდოვიდანაა.

„ორივე ქვეყანას სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ორივე სახელმწიფოში ადამიანებს ჩვეულებრივ არ ემუქრებათ დევნა პოლიტიკური მიზეზებით. ამას გარდა, გერმანიაში თავშესაფრის თითქმის ყოველი მეათე მაძიებელი ამ ქვეყნებიდანაა ჩამოსული და მათი უსაფრთხო სახელმწიფოებად აღიარება საშუალებას მოგვცემს საკმაოდ სწრაფად და ეფექტიანად შევამციროთ არალეგალური მიგრაცია“,-განაცხადა ფეზერმა.

მისივე თქმით, გერმანია მოლდოვასა და საქართველოსთან მიგრაციის სფეროში შეთანხმების გაფორმებას გეგმავს, რის შემდეგაც ქვყენები აიღებენ ვალდებულებას, უკან მიიღონ მოქალაქეები, რომლებსაც გერმანიაში დარჩენის უფლება არ აქვთ.

„ეს მისცემს შანსს იმ ადამიანებს, რომლებსაც გერმანიაში ჩამოსვლა სურთ, აქ განათლების მიღება, მუშაობა უნდათ, ასევე მოგვცემს არსებითად საჭირო კვალიფიციური კადრების მოზიდვის შესაძლებლობას“,- დასძინა ფეზერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics