17:00 - 23 Jun, 2026
|
2023-08-29 18:43:28, 1742 ნახვა
ომი უკრაინაში
WSJ - G7-ს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომა არ აქვს
„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი სახელმწიფოების მიერ უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიების მომზადებას მრავალი თვე დასჭირდება, ხოლო ზოგიერთი ორმხრივი შეთანხმება მომავალ წლამდე არ დაიდება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი ევროპულ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. The Wall Street Journal-ის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ (G7) წევრ სახელმწიფოებს შორის არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ რამდენად დეტალური უნდა იყოს უკრაინის წინაშე აღებული ვალდებულებები. როგორც მასალაშია აღნიშნული, თუ ვაშინგტონი მნიშვნელოვნად შეამცირებს უკრაინის მხარდაჭერას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპამ ეს ხარვეზი ფინანსურად ან სამხედრო გზით შეავსოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)