09:24 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-20 14:49:46, 905 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა შესაძლოა სანქციები დააწესოს პოლონეთს, თუ იგი გააგრძელებს უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას

ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა მხარს არ უჭერს უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვის გაგრძელებას, რომელიც 15 სექტემბრის შემდეგ უნდა დასრულდეს. თუ პოლონეთი ცალმხრივ შეზღუდვებს დააწესებს, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ შესაძლოა მას გარკვეული სანქციები დააწესოს.

ამის შესახებ RMF FM იუწყება.

ანგარიშის მიხედვით, ვარშავის ასეთი გადაწყვეტილება ევროპული კანონმდებლობის დარღვევას ნიშნავს. ამისთვის პოლონეთს შესაძლოა სასჯელი დაემუქროს, მაგრამ სანქციების დაწესება ხანგრძლივ პროცედურასთან არის დაკავშირებული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიამ და 20-მდე სხვა ქვეყანამ შესაძლოა გადაწყვიტოს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რადგან უმრავლესობა ეწინააღმდეგება უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის აკრძალვის გაგრძელებას.

გამოცემის ცნობით, ევროკავშირის მხოლოდ ოთხი ქვეყანა უჭერს მხარს აკრძალვის გაგრძელებას. თუმცა, ზუსტად არ არის ცნობილი, შესაძლებელი იყო თუ არა ოთხი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნება. არაოფიციალური წყაროები ამბობენ, რომ რუმინეთი, დიდი ალბათობით, არ არის განწყობილი, იმოქმედოს ევროკომისიის წინააღმდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics