09:24 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-19 10:28:22, 735 ნახვა

მსოფლიო
Bild - რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ამზადებენ

რუსეთი, თურქეთი და კატარი ახალ სამმხრივ „მარცვლეულის შეთანხმებას“ ამზადებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და საელჩოებს შორის მიმოწერაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, იგეგმება, რომ შეთანხმებაში თურქეთი ორგანიზატორის როლში გამოვიდეს, კატარი კი სპონსორის. ამასთან მარცვლეულის მიწოდება ღარიბ ქვეყნებში იგეგმება.

"შემოთავაზებულია რუსული მარცვლეულის მიწოდება ღარიბ ქვეყნებში, ძირითადად აფრიკაში. ორგანიზატორი იქნება თურქეთი, სპონსორი კი კატარი",- აღნიშნულია მიმოწერაში.

Bild-ის ცნობითვე, ახალი „მარცვლეულის შეთანხმება“ შესაძლოა უკვე ამ შაბათ-კვირას ბუდაპეშტში გაფორმდეს, სადაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩავა.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 17 ივლისს, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა.

აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics