12:16 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 19:13:05, 754 ნახვა

საზოგადოება
ფოტიგა სააკაშვილზე - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, დიდი მწუხარებაა ამგვარი დასკვნის მოსმენა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სიტუაციის გამოსწორებისთვის ბევრი გზა და მიზეზი არსებობს, იქამდე, სანამ ძალიან არ დაგვიანდა.

"ძალიან ემოციური საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან. დამოუკიდებელი ექიმების უკანასკნელმა ვიზიტმა მხოლოდ დაადასტურა ის, რაც ყველა ჩვენგანისთვის ისედაც ხილული იყო: მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. დიდი მწუხარებაა ამგვარი დასკვნის მოსმენა. 

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს: ბევრი გზა და მიზეზი არსებობს ამ სიტუაციის შეცვლისთვის, სანამ ძალიან არ დაგვიანდა, მათ შორის ჰუმანიტარულ მიზეზებზე დაყრდნობით", - წერს ევროპარლამენტარი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics