16:43 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 13:42:28, 769 ნახვა

საზოგადოება
გომელაური შოვზე - დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომელიც ამოსაყვანი იყო და დავტოვეთ

არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომელიც ამოსაყვანი იყო და ჩვენ დავტოვეთ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შოვში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, სტიქიის ზონაში მაღალტექნოლოგიური დრონები მუშაობდა.

"ვერტმფრენი ჩამოვიდა, დაახლოებით, 18:00 საათისთვის. მოხდა შემოფრენა, ხალხის გამოყვანა, რომლებიც კუნძულზე მოხვდნენ. აქ იყო 70 კაცამდე და ეს ხალხი გამოიყვანეს. ამასთან ერთად, მუშაობდა რამდენიმე დრონი - 4-5. ძალიან მაღალი ტექნოლოგიური დრონები ვერტმფრენით შემოფრენზე უკეთ ხედავს. დრონები მუშობდა დაბალ სიმაღლეზე, მაღალ სიმაღლეზე. და კითხვაა - ვერტმფრენით უფრო კარგად გამოჩნდებოდა თუ ღამის ხედვის სითბური დრონიდან? დღე დათვალიერდა ეს ტერიტორიები მთლიანად. არანაირი დაზიანებული ადამიანი არ არსებობდა, რომელიც ამოსაყვანი იყო და ჩვენ დავტოვეთ. ვერტმფრენსაც რომ არ შეძლებოდა, მაშველები მაინც შევიდოდნენ და ამოიყვანდნენ - ვინმე რომ ყოფილიყო დაშავებული, დაჭრილი და ჩაფლული",- განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშველები 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
Bloomberg: რუსეთის საწვავის კრიზისმა გავლენა მოახდინა ცენტრალურ აზიაზე
სოციალურ ქსელში კალაძეზე დაწერილი კომენტარის გამო მოქალაქე 2 000 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics